როგორ უვლის ეკა დემეტრაძე თმას



"ჩემი ცოლის დაქალების" ნატაშკას თმა მაყურებლის დიდ სიმპატიებს იმსახურებს. მსახიობმა ჟურნალ "რეიტინგს" თმის მოვლის შესახებ ესაუბრა.

ეკა დემეტრაძე - არ ვიმსახურებ ისეთი ტმა მქონდეს, რომელიც ხალხს ასე მოსწონს. თმას ფაქტობრივად არ ვუვლი. იშვიათად ვივარცხნი, იმიტომ, რომ არის ძალიან გრძელი და დამღლელია მისი ყოველდღიური ვარცნა. ვივარცხნი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ,
მაგრამ მთელი ცხოვრებაა ყოველდღე ვიბან თავს. მეუბნებიან არ შეიძლებაო, მაგრამ დედაჩემიც ასეა და მეც მიჩვეული ვარ. სადაც არ უნდა წახვიდე, მტვერი ყველგანაა და არა მგონია, შამპუნი და წყალი მტვერზე უარესი იყოს.