ბრაზილიური ტელეარხის HdtvBR-ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანებმა ლეგენდარული ფეხბურთელის გაცურება გადაწყვიტეს. მათ სახალისო პროგრამა მოამზადეს, სადაც აღნიშნეს, რომ მარადონამ პელე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
გადაცემის წამყვანები რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდნენ და ლეგენდარულ ფეხბურთელს ავტოგრაფი იმ დროს სთხოვეს, როდესაც ის ერთ-ერთპოპულარულ სპორტულ გადაცემაში მონაწილეობდა. მარადონამ ტელეწამყვანებს ავტოგრაფი მისცა, თუმცა ბლანკზე არც დაუხედავს, შესაბამისად ვერ მიხვდა, თუ რას მოაწერა ხელი.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ხელმოწერით მარადონამ პელე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად აღიარა. ბრაზილიელმა ტელეწამყვანებმა ეს ხუმრობა ფირზე აღბეჭდეს და ჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ვიდეოს დღეს უკვე არაერთი მნახველი ჰყავს, ბრაზილიური ტელეკომპანიის გადაცემას კი რეიტინგი საგრძნობლად გაეზარდა.