ნინო წიკლაურის თქმით, მისი ქმრის მეგობრებს გაუკვირდათ, რომ მან ქართველი ცოლი მოიყვანა.
„სამი წლის წინ ჩემი და გიგას გზები გაიყო. ახლა მე მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი. ჩემი მეუღლე ეროვნებით რუსია. წარმატებული ბიზნესმენია – ალექსანდრე იასკოვი. ამჟამად ის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორია. მე და ის ერთი მრევლის წევრი ვიყავით. თავიდან ერთმანეთს დღესასწაულებს ვულოცავდით. ერთ-ერთ დღესასწაულზე ლოცვა გვიან დამთავრდა და ალექსანდრემ ყავის ერთად დალევა შემომთავაზა, იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
მოგვიანებით თქვა, კავკასია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, კავკასიელი ცოლი მყოლოდა და ეს ოცნება ამისრულდაო. მის მეგობრებს ძალიან გაუკვირდათ რომ ქართველი ცოლი მოიყვანა“, - აცხადებს ნინო წიკლაური „რეიტინგთან“ საუბრისას.
წყარო: რეიტინგი