თავში სულ სექსი მიტრიალებს

დაკვირვებით შეარჩიე მეგობრები: როცა შენი კლასელები უზნეობაზე იწყებენ ლაპარაკს, თუ შენც ჩაებმები საუბარში, უფრო გაგიჭირდება ფიქრების გაკონტროლება. შენ შეგიძლია ისე დატოვო იქაურობა, რომ არც ზედმეტი ყურადღება მიიპყრო და არც არავინ დაგცინოს.

ახალგაზრდა ბიჭი იბინძურებს გონებას


დაუშვებ, რომ ვირუსებმა დაგიზიანოს კომპიუტერი? მაშ, რატომ უნდა დაუშვა ის, რომ უზნეობაზე იფიქრო?

აკონტროლე, რას უსმენ და რას უყურებ: ბევრი რამ, რითაც დღეს ერთობიან, არასწორ სექსუალურ სურვილებს აღუძრავს ადამიანს. ბიბლია გვირჩევს: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). ასე რომ, ნუ გაერთობი იმით, რაც სექსუალურ სურვილებს გაგიღვიძებს.

სქესობრივი ლტოლვა თავისთავად დასაძრახი არ არის. ქალი და მამაკაცი ღმერთმა შექმნა ასეთი ლტოლვით და სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სავსებით ნორმალურია ცოლქმრულ ურთიერთობაში. თუ დაქორწინებამდე სექსუალური სურვილები გეუფლება, ნუ ჩათვლი, რომ ზნეობრივი სიწმინდისგან შორს ხარ.

გახსოვდეს: შენ თავად წყვეტ, თუ რაზე იფიქრებ. როგორც საქციელით, ისე მოქმედებებით, შენ შეგიძლია ცხადყო, რომ იცავ ზნეობრივ სიწმინდეს.