დუტას და ნანიკოს არაპოლიტიკური იმიჯის გამო ”იმედის კვირა” დაატოვებინეს

გუშინდელი "იმედის კვირა" ნანიკო ხაზარაძისა და დუტა სხირტლაძის გარეშე გავიდა ეთერში. გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანები გადაცემიდან გაუშვეს, "პირველ რადიოს" ნანიკო ხაზარაძემ დაუდასტურა. როგორც ხაზარაძემ თქვა, საუბარი შედგა "იმედის" ხელმძღვანელობასთან, სადაც გაუცხადეს, რომ ამ გადაცემას პოლიტკურად დატვირთული წამყვანები სჭირდება:

"მიზეზი გახდა ის, რომ მე და დუტა კონტექსტიდან ვართ ამოვარდნილები და ჩვენი სატელევიზიო სახე არაფერ შუაში არ არის „იმედის კვირასთან“. ეს ჩემი სიტყვებია, დაახლოებით ვამბობ რაც მითხრეს. ჩვენი სატელევიზიო სახემ ჩვენი იმიჯრი რასაც ვაკეთებთ მე და დუტა ცალკე, ვართ უბრალოდ სხვა. ამ გადაცემას სჭირდება პოლიტიკურად დატვირთული, გამოცდილი წამყვანები, როგორებიც არიან ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია, შალვა რამიშვილი.
რჩება თუ არა ნანიკო ხაზარაძე ტელეკომპანია „იმედში“-ტელეწამყვანი პასუხობს-:”ვცადოთო ერთი კვირაო და მერე ვნახოთო“ განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.