ანაკლიაში კაზანტიპის სცენასთან „მეტეორი“ ჩამოვარდა [Photo]


ანაკლიაში იმ ადგილას სადაც „კაზანტიპის“ მუსიკალური ფესტივალის მთავარი სცენა მდებარეობს „მეტეორი“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ლაშა წურწუმია წერს.


საქმე იმაშია, რომ მეტეორის მსგავსი ბეტონის მასა „კაზანტიპის“ ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ სცენასთან დაამონტაჟეს. ამჟამად კი სამუშაოები იმისთვის მიმდინარეობს, რომ ბეტონის კონსტრუქცია მაქსიმალურად დაამსგავსონ მეტეორს.  


კაზანტიპის ე.წ. პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით, მსგავსი კრეატიული კონსტრუქციების დადგმა კაზანტიპის რესპუბლიკის ქართულ მიწაზე კიდევ არის დაგეგმილი.

ფოტო: ლაშა წურწუმია

http://www.livepress.ge