დავით უსუფაშვილის საგანგებო განცხადება

დავით უსუფაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოველგვარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ საფრთხე ემუქრება უსაფუძვლოა. „მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს ,
ბოლო დღეებში განვითარებული მოვნელების მიუხედავად ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ყოველგვარი მოსაზრებები იმისა თაობაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტკურ განვითარებას რაიმე საფრთხე ემუქრება არის უსაფუძვლო“,-განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეაფერხა იმ ნაბიჯებმა , რომელიც ამ მიმართულების მინისტრებმა გადადგეს. მისივე თქმით ამ თანამდებობებს დაიკავებენ კომპეტენტური ადამიანები. დავით უსუფაშვილის შეფასებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს პროცესში მონაწილეები ნებით თუ უნებლიეთ აჩქარდნენ. მან ასევე წარმატება უსურვა ალასანიას გუნდს და მადლობა გადაუხადა მათ.