როდემდე გასტანს ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში - იხილეთ ვრცელი პროგნოზი

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მომდევნო დღეებში საქართველოში სიცივე, ტემპერატურის შემცირება და ნალექია მოსალოდნელი.


დასავლეთ საქართველოში ხვალ წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დილით +12, ღამით

+6 გრადუსი იქნება. წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურა დღისით +13 ღამით +5 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები დედაქალაქში ხვალ წვიმას პროგნოზირებენ. ტემპერატურა თბილისში დღისით + 13, ღამე + 5 გრადუსი იქნება.

ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.