ტრაგედია გლდანში: მამაკაცი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა

გლდანში მამაკაცმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

შემთხვევა გლდანის მე-2 მიკრორაიონის 33-ე კორპუსში მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.