თბილისში რესტორანი გამოავლინეს, სადაც ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ

რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი


განახორციელეს.

ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ, ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს-ში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული.

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება",-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციაში.