კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

მსახიობ კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე 19 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს გარდაცვლილი მსახიობის სიმამრმა კახა მელითაურმა მიაწოდა.

მელითაურის ინფორმაციით მსახიობის ცხედარს მოსკოვიდან თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. მოსკოვი-თბილისის რეისს ავიაკომპანია "აირზენა" შეასრულებს.


როგორც დაღუპული მსახიობის ოჯახის წევრები აცხადებენ, გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ თბილისის მერია დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა რუსეთში გადაღებებზე იმყოფებოდა. ის 11 აპრილს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს