"სომხებს ისტორიული ტყუილისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ"

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, თეთრმა სახლმა, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა.

რეიგანის ყოფილი მრჩევლის, ბრიუს ფეინის განცხადებით, "სომეხთა გენოციდზე" საუბარი უსაფუძვლოა, რადგან 1915 წელს სომხებზე ბევრად მეტი თურქი დაიღუპა.


"პრეზიდენტი რეიგანის დავალებით ჩვენ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთ. აღმოჩენილ იქნა მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნების სამხედრო არქივსა და ოსმალეთის მაშინდელი იმპერიის არქივში ინახებოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იმ პერიოდში ბევრად მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სომხების პრეტენზიები გენოციდთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ზღაპრები "სომხების გენოციდის" შესახებ თავად სომეხი ისტორიკოსების წარმოსახვის ნაყოფია,"-განაცხადა მან.


მისი თქმით, სომეხმა ბანდფორმირებებმა, ანატოლიის ტერიტორიაზე 2 მილიონზე მეტი თურქი მოკლეს.

"არ შეიძლება ერთი გარემოების დავიწყება, რომ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა იმ პერიოდში თურქეთში იმ პრივილეგიებით სარგებლობდა, რითიც თავად თურქები. ბერძნები, სომხები, ქურთები, ჩერქეზები, ასირიელები, არაბები და სხვა უმცირესობები იმ პერიოდში თურეთში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ამ მხრივ სომხები ყველაზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. პირველი მსოფლიო ომის წლებში, სომეხმა თურქებმა უღალატეს სამშობლოს და ოსმალეთის იმპერიის მტრებს შეეკრნენ. სომხური ქვედანაყოფები კავკასიის ფრონტზე რუსულ არმიასთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ თურქულ და ქურთულ სოფლებს და კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეებს. ამ მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი ადამინი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მსვლელობისას თურქულმა მხარემ უფლება მოგვცა გვესარგებლა მათი არქივებით, სომხები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ საკუთარი არქივების ჩვენებისგან. ჩემი აზრით ამ არქივების გახსნა თუ მოხერხდა სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება. მაშინ სომხებს მოუწევთ ბოდიში მოუხადონ მსოფლიოს და მათ შორის განსაკუთრები თურქებს ისტორიული ტყუილისთვის,"-დასძინა ფეინმა.