ლარის ახალი ოფიციალური კურსი

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2533 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 21 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2533 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.2535 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 21 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4205 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4390 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.