ერის ჭკუის სწავლების საათი

ამ ტიპს ეს 20/30 კვირაში ერთხელ აქვს (ან თვეში ერთხელ?) და ასე თუ დაანაწევრებულად ყოვლ ფრაზას ნიუსად მოგვაწვდით მაშნი ვის ან რას ემსახურებით ეს მედია ვერ გავიგე?
ერის ჭკუის სწავლების საათი ბიძინას გადაცემაა და სავსებით საკმარისია ერთ ნიუსად მოწოდება იმ მთავარი "ბრძნული" გამონათქვამებისა, რომელიც მამამარჩენალმა ბრძანა.
ნუ შეიკიკინეთ რა......

"სიცრუის მანქანა მუშაობდა იმდენად ეფექტურად, რომ მთავრობას დღესაც უჭირს..."



საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანების უფლებების ნულს ქვემოთ იყო.ამის შესახებ მან "კვირის 2030"-ში საუბრისას განაცხადა. „ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანების უფლებები ნულს ქვემოთ იყო, თუ კი რამის დარღვევა შეიძლებოდა, ყველა მხრიდან ირღვეოდა. მიუხედავად ამისა, მათი პროპაგანდა და სიცრუის მანქანა მუშაობდა, ისინი ევროკავშირსაც დაარწმუნებდნენ, რომ აქ ადამიანის უფლებები არის დაცული. მათი სიცრუის მანქანა მუშაობდა იმდენად ეფექტურად, რომ ევროპასა და ამერიკაში დღესაც მთავრობას უჭირს დაარწმუნონ, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის, რომ ადამიანის უფლებები არის სრულად განადგურებული“,- განაცხადა ივანიშვილმა.