თეთნულდ ანსიანი (ემზარ კვიციანის მეუღლე): ემზარმა ამდენ უსამართლობას ვეღარ გაუძლო და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა


კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდ ანსიანი „Facebook“-ზე სტატუს აქვეყნებს. მისი განცხადებით, მერაბიშვილი სრულ კომფორტში იმყოფება ციხეში, ემზარს კი შვილებთან დარეკვაზეც უარს ეუბნებიან.



„ამ რამდენიმე დღის წინ ემზარ კვიციანმა ითხოვა, სახლში დარეკვის უფლება მიეცათ, რათა ბავშვებს დალაპარაკებოდა, რაზეც პროკურატურიდან უარი მიიღო. მაშინ, როცა მერაბიშვილი სრულ კომფორტში იმყოფება ციხეში, ემზარს შვილებთან დარეკვაზეც კი უარს ეუბნებიან.  შვილებთან ერთხელაც არ დაარეკინეს! ამდენ უსამართლობას ვეღარ გაუძლო და ამიტომაც მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. იმედია, ეს ყველაფერი სავალალოდ არ დამთავრდება და ვისაც ეხება დროულად მიაქცევენ ყურადღებას!“- წერს ემზარ კვიციანის მეუღლე.