წყალი წონაში დასაკლებად და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუცვლელია. ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ თქვენ დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს დალევთ არ დაიკლებთ წონაში, უბრალოდ ისინი ვინც სვავენ ბევრ წყალს წონაში იკლებენ გაცილებით მარტივად და როგორც წესი რამდენჯერმე უფრო სწრაფად. წყალი სულაც არაა პანაცეა, ის მეგობარია და დამხმარე, ისეთი რომელზე უარის თქმაც სულელური საქციელი იქნება.
წყალი წონაში დასაკლებად არის ყველაზე ხელმისაწვდომი „საოცრება“.
რომ დაიკლოთ სწრაფად დალიეთ წყალი რაც შეიძლება ხშირად.
საკმარისი წყლის სმა მათთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი კვების სწავლა, რატომ? წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, გამოყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ხსნის დაღლილობის გრძნობას... ამას გარდა ის გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მატყუარა შიმშილის გრძნობა. შიმშილის გრძნობა შემთხვევების ერთ მესამედ ნაწილში სინამდვილეში არის წყურვილი. მეეჭვება ასეთი ფართო მოქმედების წამალი ბევრი იყოს...
„მე არ შემიძლია ბევრი წყლის დალევა“
თუ თქვენ ფიქრობთ რომ არ შეგიძლიათ ბევრი წყლის მიღება რადგან ამის შედეგად სივდებით, დამიჯერეთ ცდებით. პირიქით თქვენ სივდებით იმის გამო რომ ცოტა წყალს სვავთ...
ნებისმიერი ორგანო ვარჯიშდება თავისი ფუნქციების შესრულები დროს, ალბათ გაგიგონიათ რომ სირბილის შედეგად ვარჯიშდება გული, ასევეა თირკმელებიც.
კიდევ ერთი არგუმენტი წყლის წინააღმდეგ ასეთია: მე არ მთხოვს ორგანიზმი წყალს. ორგანიზმი არ ითხოვს მხოლოდ იმას რაც სასაგებლოა, ამის დამადასტურებელია მწეველი ადამიანი, ნარკომანები, ადამიანები რომლებიც გამუდმებით ბევრს ჭამენ... ჩვენი ორგანიზმი ითხოვს იმას, რასაც მიჩვეულია.
კარგი სიახლე ისაა, რომ არაა ძნელი მიაჩვიოთ ორგანიზმი იმას რასაც გსურთ, გაიხადეთ ჩვევათ ის რაც სასარგებლოა და თქვენ იქნებით გამხდარი პლიუს ჯანმრთელი.
რამდენი წყალი დავლიოთ დიეტის დროს?
თუ ახლა ძალიან ცოტა წყალს სვავთ დაიწყეთ დღეში 0,5ლ-ით. სვით ცოტ-ცოტა. თანდათანობით გაზარდეთ წყლის დღიური რაოდენობა. არსებობს ნორმა 30მილილიტრი სხეულის 1 კილოგრამზე. აქედან გამომდინარე დღეში საშუალოდ უნდა მიიღოთ 1,5ლ წყალი. ცხელ დღეს ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს კი ამაზე 1ლ-ით მეტი.
როგორ დავლიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი?
აქციეთ ჩვეულებად: დილას და ყველა ჭამის წინ დალიეთ 1 ჭიქა წყალი, ხოლო დამატებითი ნებისმიერი შიმშილის გრძნობის დროს დალიეთ რამდენიმე ყლუპი წყალი, შედეგად თქვენი საკვების მოცულობა შემცირდება, ზოგი შუალედური წახემსება კი სულ გაქრება.
მნიშვნელოვანი მომენტი: წყურვილის გრძნობის გაჩენის დროს ორგანიზმი გაძლევთ სიგნალს რომ გაუწყლოვნებულია, და ეს ჯობია არ დაუშვათ, თუ ზომიერად მიიღებთ წყალს წყურვილის გრძნობა არ გაჩნდება.
ხშირად ამბობენ, „მე ისედაც ბევრს ვსვავ“. პრქატიკაში გაირკვა რომ „ბევრს ვსვავ“ ნიშნავს რამდენიმე ჭიქა ყავას ან ჩაის დღის მანძილზე. მოცემული სასმელები წყალს ვერ ცვლიან! პირიქით ისინი ხელს უწყობენ წყლის დაკარგვას. მხოლოდ წყალია ნამდვილად ეფექტური „ელექსირი“ დიეტის დროს.
წყარო: caloriesdiet.ge