ქიშმიში გულისთვის შეუცვლელია!




ქიშმიშში შენარჩუნებულია ქორფა კენკრის ყველა სასარგებლო თვისება. ის შეგიძლიათ სამკურნალოდ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ. 


ქიშმიში – ეს არის კალიუმის, მაგნიუმისა და ნიკოტინის მჟავის (ზზ ვიტამინი) კონცენტრირებული წყარო, ამიტომ დღემდე გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შეუცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება. 


ამავე დროს ქიშმიში ნატურალური ანტიდეპრესანტია, რომელიც უძილობისა და სტრესის შედეგების დაძლევას ეხმარება. 
პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით რეკომენდებულია წელიწადში 1–2–ჯერ ჩაიტაროთ ქიშმიშის თერაპიის კურსი შემდეგი სქემით: 

* შეიძინეთ 2 კგ ქიშმიში (წიპწების გარეშე), გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. ქიშმიშის პირველი კილოგრამიდან 40 ცალი ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, ამის შემდეგ პირში წყალი გამოივლოთ, ვინაიდან ქიშმიშში ბევრი შაქარია. მეორე კილოგრამი ასევე დილით უზმოზე ჭამეთ, მაგრამ ყოველდღიურად კენკრის რაოდენობა 1 ცალით შეამცირეთ. როდესაც ქიშმიშს სრულად მიირთმევთ, კურსიც მაშინ დამთავრდება. 

* გულის გასამაგრებლად ასევე კარგია თაფლისა და ქიშმიშის (თანაბარი რაოდენობით აიღეთ) ნარევი. მასში შეგიძლიათ გარგარის ჩირი და ნიგოზი დაუმატოთ. ეს სამკურნალო შინაური წამალი ყოველ დილით ჭამეთ. 

* ძლიერი ხველის, ბრონქიტის და ფილტვების სხვა დაავადებების დროს 100 გრამი ქიშმიში დანით დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 10–15 წუთი დადგით. გაწურეთ და 1/4 ნაყენი დღეში 4–ჯერ მიიღეთ. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ქორფა ხახვის წვენი დაუმატოთ. 

შენიშვნა! ქიშმიში უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს.