როგორ მოვიშოროთ ცხვირზე შავი წერტილები



ცხვირზე შავი წერტილების მოსაშორებლად ყველაზე შედეგიანია კოსმეტოლოგთან ვიზიტი და სახის გაწმენდა. სახის გაწმენდის შემდეგ კოსმეტოლოგები ზრუნავენ ფორების შევიწროვებაზე, რათა გაფართოებული არ დარჩეს ფორები და მასში ჭუჭყი ადვილად არ ჩაჯდეს. სახლის პირობებში კი შავი წერტილების მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
მეთოდი 1- თმები გადაიწიეთ შუბლიდან, გაწმენდის დროს ხელი რომ არ შეგიშალოთ. გაიკეთეთ სახეზე კანის გამახურებელი კომპრესი (ბალახების ცხელ (მაგრამ კანი არ უნდა დაგწვათ) ნაყენში დასველებული ნაჭრით). თუ კანი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი გაქვთ, მაშინ საჭიროა ცხიმის (ზეითუნის ზეთის) ნიღბის გაკეთება. აიღეთ ორი ფინჯანი. ერთზე დააყარეთ ჩაის კოვზი "ექსტრა" (თანაც გაცრილი) მარილი, მეორეზე დაასხით ცხელი წყალი, ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ბამბის ტამპონი გაახვიეთ მარლაში, დაასველეთ წყალში (ან წყალბადის ზეჟანგში) , შემდეგ ამოავლეთ მარილში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. თუ შეიგრძნობთ წვას, მაშინ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენება. თუ წვა აღარ გექნებათ, მაშინ პროცედურის გაგრძელება შეგიძლიათ. განმეორებითი წმენდა უნდა ჩატარდეს 2-3 კვირის შემდეგ. 
მეთოდი 2- ერთ ჭიქა საპნიან წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი "ექსტრა" მარილი. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში, სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ -ცივი წყლით.
მეთოდი 3- შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით პრობლემურ ადგილებზე, როცა ეს მასა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.