"იმისთვის, რომ სამოქალაქო ომი წამოიწყოს, მიხეილ სააკაშვილს 10 მილიარდი დოლარი აქვს აღებული"



როგორც პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, მას აქვს საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელსაც მალე გაასაჯაროვებს. 

"არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ რუსეთი და მისი აგენტი მიშა სააკაშვილი (და სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის დიდი ნაწილიც) აშკარად ეწინააღმდეგებიან საქართველოსათვის ევროკავშირთან ასოცირების გადაწყვეტილების მიღებას. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ უთხრა ევროკავშირის წარმომადგენლებს. რომ არ მიეღოთ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით.
ამას მოწმეები ყავდა. ამას გარდა ჩვენს ხელთ ამერიკიდან აღმოჩნდა, რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის წინაც და დღესაც რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. არსებობს აგრეთვე ინფორმაცია რომ “რუსთავი 2”-ში ატეხილი სკანდალის მთავარი მიზანია, რომ საქართველოში უკრაინის მსგავსი მოვლენები განვითარდეს, დაიწყოს სამოქალაქო ომი და დაპირისპირება და ჩვენ ევროპის მიღმა დავრჩეთ. ამაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახს 10 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული და მისი პოლიტიკური ქვეშემრდომები ყველანაირად ცდილობენ სამოქალაქო ომის დაწყებას. უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ გაამკაცროს პოლიტიკა ქვეყნის მოღალატეების მიმართ. მოსმენები სააკაშვილის დროს დაამკვიდრეს და გააგრძელეს - და ამიტომ სააკაშვილის თანამოძმეები ამ უკანონო საქციელისათვის უნდა დაისაჯონ. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს მალე გავასაჯაროვებთ", - წერს კაკაბაძე.