მეცნიერებმა კიბოს ხუთი ძირითადი ნიშანი გამოავლინეს. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიგნალის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
პირველი და ძირითადი ნიშანი კიბოს გამოვლენისა შეიძლება იყოს წონის მკვეთრი ცვლილება.
მეორე ნიშანი - ანემია და გულისრევა, ამ დროს სიმსივნის ტოქსინები გადაეცემა სისხლს, რაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას.
მესამე ნიშანი - კანის სტრუქტურის გაუარესებაა, ან კანის ფერის შეცვლა, კანზე შავი წერტილების გაჩენა.
მეოთხე ნიშანი , რა დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ეს არის სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება. ამით თქვენი იმუნიტეტი ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნს.
მეხუთე და ბოლო სიგნალი - სხეულის რომელიმე ნაწილის მუდმივი და რეგულარული ყრუ ტკივილი, უხერხულობისა და დისკომფორტის შეგრძნებაა.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ყველა ამ ნიშნის მატარებელი ადამიანი მიდრეკილია სიმსივნისკენ და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.