ოჯახის გადაწყვეტილებით, დავით კოდუას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. ამის შესახებ კოდუას ძმის ცოლი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში. სიცოხლე კი შეინარჩუნა. თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით, რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს, ძალიან შორს არის რეალობასთან რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი...
მოკლედ, ნოშრევანის "გმირობამ" როგორც თავად იტყოდნენ იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა ვიდრე წარმოგვედგინა," - წერს ნანუკა.