დაკრძალვა სტრიპტიზის ცეკვის თანხლებით



ტაივანში მცხოვრებმა მამაკაცმა მამის დაკრძალვაზე, რომელიც 103 წლის ასაკში გარდაიცვალა, სტრიპტიზის მოცეკვავე მიიწვია. დაკრძალვის ცერემონიის დროს გოგონა გარდაცვლილის პატივსაცემად 10 წუთის განმავლობაში ცეკვავდა. 

ამ ''მომსახურებაში'' კაი რუიგონმა 200 დოლარი გადაიხადა. მისი თქმით, იგი მამას შეჰპირდა, რომ თუკი მოხუცი 100 წელზე მეტხანს იცოცხლებდა, მისი დაკრძალვის დროს აუცილებლად სტრიპტიზის მოცეკვავეს მოიწვევდა. 103 წლის კაი ჟინლაი მაშინ გარდაიცვალა, რაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუწია. 


გარდაცვლილი ტაივანელის შვილის განცხადებით, მამის სტრიპტიზის კლუბებისადმი სიყვარულის შესახებ ყველამ იცოდა: ''თავის მეგობრებთან ერთად მას არაერთი სტრიპტიზ კლუბი აქვს შემოვლილი'', - განაცხადა კაი რუიგონმა.