“თინამ მომიგო“ - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც გასულ წელს ყველაზე რეიტინგული ცნობილი სახე იყო საქართველოში და რომლის გარშემოც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გახლდათ ატეხილი.
ზუსტი სტატისტიკა რათქმაუნდა არ არსებობს, ამიტომ არავინ იცის რაზე უფრო მეტი იჭორავეს საქართველოში, თუმცა ნინის მიაჩნია, რომ მისი პირადი ცხოვრება ისეთი საინტერესო არ იყო საზოგადოებისთვის, როგორც თინა მახარაძის ხმამაღალი განცხადებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნინის სტატუსის კომენტარებში საკუთარი აზრი დააფიქსირა ლელა წურწუმიას ქმარმა მამულიჩამ „შენ კი არა მსოფლიო დაამარცხა, უკრაინის ამბები საერთოდ“ - წერს კახი მამულაშვილი.
მამულიჩა ერთადერთი არ გახლდათ ვინც ნინის სტატუსის ქვეშ კომენტარი დატოვა. "ნუ გშურს"-წერს თი ბი სი ტივის დირექტორი ნოე სულაბერიძე. "ძაან მაგრად მიხარია, ოღონდ მართლა, ვლოცავ"-ასე უპასუხა ნოეს კომენტარს ნინიმ, რის შემდეგაც მეგობრებს შემდეგი ფრაზით დაემშვიდობა: "წავედი დავიძინე დამარცხებულმა"