რუსულმა პორტალმა lady.mail.ru-მ მოსკოვის 10 ყველაზე სასურველი საპატარძლო დაასახელა.
1. მომხიბვლელი 23 წლის გალინა იუდაშკინა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონია მოსკოვში. ერთდროულად საქმიანი და მომხიბვლელი გალინა ცნობილი დიზაინერის, ვალენტინ იუდაშკინის ქალიშვილია. გალინა ვერ იტანს, როდესაც "მამიკოს გოგონას" უწოდებენ და ყველანაირად ცდილობს ამ სტატუსს თავი დააღწიოს.
2. ალექსანდრა მიხალკოვა, ნიკიტა მიხალკოვის შვილიშვილი, დამსახურებულ ადგილს იკავებს ამ სიაში. ის ერთდროულად ლამაზიცაა და ჭკვიანიც. სწავლის პარალელურად ის არც წვეულებების გამართვაზე ამბობს უარს და გლამურული საღამოების მოწყობაში სახელი უკვე აქვს განთქმული.
3. კირა პლასტინიცამ ადრეულ ასაკშივე დაიწყო სამოდელო კარიერა - 15 წლის გოგონა უკვე ფლობდა ტანსაცმელების საკუთარ ქსელს. რა თქმა უნდა მან ეს გავლენიანი მამის, სერგეი პლასტინიცის დახმარებით შეძლო, თუმცა წარმატებაში თავის წვლილიც დიდია. მისი მაღაზიები სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში იხსნება. თავად კირა განათლებას ნიუ იორკში იღებს.
4. 15 წლის ტატიანა ვასილიშინა, ოლგა კაბოსა და ბიზნესმენ ედუარდ ვასილიშინის ქალიშვილი, ჯერ არ არის იმ ასაკში რომ პატარძალთა სიაში შევიდეს, თუმცა მის შესახებ მოსკოვი უკვე კარგადაა ინფორმირებული. ეს ყველაფერი კი დედამისის, ოლგას დამსახურებაა, რომელსაც ქალიშვილი ყველა მნიშვნელოვან თავყრილობაზე დაჰყავს.
5. 18 წლის ანა ზავოროტნიუკი, მსახიობ ანასტასია ზავოროტნიუკის და ბიზნესმენ დიმიტრი სტრიუკოვის ქალიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, თუმცა სხვა საქმეებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობს. მაგალითად, ანა ხელმძღვანელობს პოპულარულ ბლოგს, სადაც თავის ფოტოებს აქვეყნებს. ის მოხვდა სასურველი პატარძლების სიაში, თუმცა არავისთვისაა საიდუმლო, რომ ანა სილამაზეს მეტწილად პლასტიკურ ოპერაციებს უნდა უმადლოდეს.
6. 15 წლის ლიზა აგუტინს ასაკთან შედარებით, დიდის შესახედაობა აქვს, თუმცა მისი გათხოვება-არ გათხოვების საკითხი ოჯახში ჯერ-ჯერობით არ დგას. ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის ქალიშვილი როკ-მუსიკითაა გატაცებული. მას საკუთარი ჯგუფი Without Gravity-ც აქვს და სიმღერებს თავად წერს.
7. 30 წლის ინგა ლეპსვერიძე, მომღერალ გრიგორი ლეპსის ქალიშვილი გლამურულ წვეულებებს არც ისე ხშირად სტუმრობს. თუკი საზოგადოებაში ჩნდება, მხოლოდ მამასთან ერთად. ინგა მამასავით ხელოვანია და ამასთან ერთად ძალიან ლამაზიცაა, როგორც მასზე ამბობენ, სურვილი რომ ჰქონოდა აუცილებლად გახდებოდა წარმატებული მოდელი.
8. 20 წლის ანასტასია შუბსკაია, მსახიობ ვერა გლაგოლოევასა და კირილ შუბსკის ქალიშვილი, ნამდვილი ლამაზმანია. გოგონა დედას გზას მიჰყვება, მსახიობობაზე ოცნებობს და რამდენიმე უმნიშვნელო როლი სხვადასხვა ფილმებში უკვე შეასრულა კიდეც. ანასტასიას ძალიან უყვარს კინო, ასე რომ მას ხშირად ხედავენ პრემიერებზე.
9. 23 წლის ინგა მელაძემ, მომღერალ ვალერი მელაძის ქალიშვილმა, განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო და ცხოვრებასაც დიდ ბრიტანეთში ამჯობინებს. თუმცა, ის ხანდახან რუსეთში მამის გვერდითაც ჩნდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოსკოვის სასურველ საპატარძლოებში ადგილი დაეკავებინა. ვალერი მელაძის თქმით, ინგას მზარეულობა ეხერხება და ქართველი მამა ამით ძალიან ამაყობს.
10. 21 წლის ელენა კონჩალოვკსკაია ანდრეი კონჩალოვსკისა და ტელეწამყვან ირინა მარტინოვის ქალიშვილია. ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საინტერესო პირვონებაცაა. ელენა თეატრალურ ფაკულტეტზე სწავლობს და პორტალ Яны Рудковской-თვის მოსკოვის გლამურულ ცხოვრებაზეც წერს.