ქვემოთ მოცემული ყველა ნიღბის მთავარი შემადგენელი კომპონენტი მშრალი და გახეხილი ჯანჯაფილის ფესვია. ალტერნატივა – ნედლი და გახეხილი ჯანჯაფილი.
ჩვენ გასწავლით ნიღბებს ჯანჯაფილისგან, რომელიც წვავს ცხიმებს, აქრობს ცელულიტს და კანს საოცრად გლუვსა და ერთგვაროვანს ხდის. მთავარია, გაიკეთოთ სისტემატურად, ანუ კვირაში 1-2-ჯერ.
ყველაზე მარტივი ნიღაბი: აიღეთ სამი სუფრის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი და შეურიეთ ნებისმიერ მცენარეულ ზეთს. საუკეთესოა ზეითუნის, თუმცა ჩვეულებრივი მზესუმზირისაც გამოდგება.
უფრო საინტერესო ვარიანტია: 40 გრ ჯანჯაფილი, სამი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი ზეთი და ერთი ჩაის კოვზი გახეხილი მუსკატის კაკალი.
ეს უკანასკნელი არც ისე კონცენტრირებული ნაერთი გამოდგება არა მხოლოდ კანის გრძელვადიანი პილინგისთვის, არამედ ცელოფნის სახვევებისთვის.
რეკომენდაციები პროცედურების ჩასატარებლად:
მასაჟი კეთდება წრიული მოძრაობებით 10 წუთის განმავლობაში. პროცესში უნდა იგრძნოთ საკმაოდ საგრძნობი კანის დასუსხვა. თუ ეს შეგრძნება აუტანელი გახდა, შემოიფარგლეთ 5-6 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლის ჭავლით.
გირჩევთ, პროცედურა შიშველი ხელებით არ გაიკეთოთ, არამედ სპეციალური ხელთათმანით.