„აეროპორტის სკანდალის“ უცნობი დეტალები – მელიას ფულის შოვნა “ნაციონალებმა” დაავალეს


ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას მეგობრის თქმით, ანზორს „ნაციონალებმა“ შავი ფულის შოვნა დაავალეს და მანაც აზერბაიჯანში უშოვა. 

მისი ინფორმაციით, ანზორ მელიას ფული აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლიმ მისცა, რომელიც მისი პარტნიორია.
 „ეს თანხა პარლამენტარებს ფარმან ჯახან ოღლი ჯეირანლმა მისცა ნიკა მელიასთვის გადასაცემად. ფარმანი ანზორის მეგობარია და ეს კაცი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია, რომელსაც ინტერესები საქართველოშიც აქვს. მის მფლობელობაშია შპს „ლანცეტი“,
სადაც ამჟამად ანზორი მოშაობს. ანზორ მელია და ფარმანი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან მეგობრობდნენ. მაშინ ანზორ მელია მოსკოვში, ფარმანთან ერთად მუშაობდა გულის ტრანსპლანტაციის ფირმაში და ოპერაციებს აკეთებდა. მერე გაირკვა, რომ ეს ფირმა ინდურ კომპანიასთან თანამშრომლობდა. თავის მხრივ კი ინდური კომპანია ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობდა. უფროსი მელია დაჭერილიც კი იყო და სწორედ ფარმანმა უშველა. ჯერ ერთი, შპს „ლანცეტი“, რომლის მფლობელიც ჯეირანლი გახლავთ და რომელსაც საქართველოში ანზორ მელია ამუშავებს, თანხებს აზერბაიჯანში რიცხავს და მეორეც – ნადირაშვილის და ჯაფარიძეს აეროპორტში სწორედ ფარმან ჯეირანლი აცილებდა. მილიონი პატარა თანხა არ არის. მელიები მოუთმენლად ელოდნენ და ანზორი ყოველ წუთს ურეკავდა ფარმანს. ისიც ეუბნებოდა, ერთად ვართ, აეროპორტში მივედითო. მერე იყო, რომ დარეკა იმან და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ნადირაშვილი და ჯაფარიძე დააკავეს, ფულს გვართმევენო. ფული გადარჩა და ეჭვი მაქვს, სხვა საშუალებებით შემოიტანენ. წინასაარჩევნოდ შავი ფული „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან სჭირდება, ხმები რომ იყიდონ. ნიკა სოლოლაკელი ბიჭია. არაფერი უკვირს, ბირჟაზეც მდგარა, მოძველბიჭო ტიპია და ამ წრეს კარგად იცნობს. დაჭერილიც იყო ერთხელ, ვიღაც ნაშა ცემა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სიმთვრალე პათოლოგიური აქვს და ამიტომ არ სვამს. ჰოდა, ძველი მეგობრები აამუშავა, ზოგს აშინებდნენ, ზოგს ყიდულობდნენ, ზოგთან არათბილისელობის თემას ამუშავებდნენ და ეგ არის. იმდენად ბინძური ხალხი ტრიალებს ამ ეტაპზე ნიკას გვერდით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს – ყოფილი თუ მოქმედი ნარკომანები, ე.წ. 90-იანიელების ელიტა... კაი ბიჭობით რომ უნდათ არჩევნების მოგება და საარჩევნო სლოგანად – ნიკუშა ჩვენი ძმაა – აქვთ. ასე არ შეიძლება. ძლივს დალაგდა ქვეყანა და ახლა უნდა არიონ? ანზორს არავინ არაფერს ეკითხება, მაგას შავი ფულის შოვნა დაავალეს და რაც გამოვიდა, ყველამ გაიგო“, - განაცხადა  ანზორ მელიას მეგობარმა „ვერსიასთან“ საუბრისას.



 წყარო: ვერსია