კიბოთი დაავადებული სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე დაქორწინდა (ვიდეო)

შეყვარებული წყვილი მანილადან დაქორწინებას 8 ივლისს გეგმავდა, თუმცა მაისში მოულოდნელად გაირკვა, რომ 29 წლის როუდენ გოს მე-4 სტადიის ღვიზლის კიბო ჰქონდა. ექიმებმა მას უთხრეს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მაშინ შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, რაც შეიძლება სწრაფად დაქორწინებულიყვნენ და ქორწილი 18 ივნისს დაგეგმეს. სადღესასწაულო ცერემონია ფილიპინების ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა. ქორწილს წყვილის ნათესავები და მათი 8 წლის ქალიშვილი ესწრებოდნენ. ქორწილიდან ზუსტად 10 საათის შემდეგ როუდენ გო გარდაიცვალა. ტრაგიკული ვიდეო სოციალურ ქსელში გარდაცვლის ძმამ დადო.წყარო


 : http://kvira.ge/