15 გამაოგნებელი ფაქტი თვალებზე

1. ყავისფერი თვალი სინამდვილეში ცისფერია, ოღონდ ყავისფერი პიგმენტით. არსებობს ლაზერული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ყავისფერ თვალებს ცისფრად აქცევენ. 

2. ყოველი მე-12 მამაკაცი დალტონიკია. 

3. თვალები სიბერეშიც იმავე ზომის რჩება, როგორიც ადამიანს დაბადების მომენტში ჰქონდა, ხოლო ყურები მთელი ცხოვრება ეზრდება. 

4. ადამიანის თვალს სპექტრის მხოლოდ სამი ფერის - წითელი, ლურჯი, მწვანე - აღქმა შეუძლია. დანარჩენი ამ ფერების შეხამებაა. 


5. ადამიანის თვალის რქოვანა ზვიგენის თვალის რქოვანას იდენტურია. ამიტომ ოპერაციის დროს ადამიანებს ხშირად ზვიგენის რქოვანას უნერგავენ. 

6. საშუალოდ მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანი 24 მლნ გამოსახულებას ხედავს. 

7. თვალები ტვინს ყოველ საათში მილიონ ინფორმაციას აწვდის. 

8. ადამიანის თვალი წამში საშუალოდ 50 ნივთს ამჩნევს. 

9. მაიას ტომში სიელმე სილამაზის ეტალონად ითვლებოდა და მშობლები ცდილობდნენ, ბავშვებისთვის თვალები სპეციალურად დაეელმებინათ. 

10. თვალების მოძრაობის მიხედვით და სპეციალური ტესტის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს შიზოფრენია და მისი სიზუსტე 98,3 პროცენტია. 

11. ადამიანი და ძაღლი ორი არსებაა ქვეყანაზე, რომელსაც მოსაუბრის თვალებში რაღაცის "ამოკითხვა" შეუძლია. ძაღლი ამ თვისებას მხოლოდ ადამიანთან ურთიერთობისას იყენებს. 

12. პლანეტის მხოლოდ 2 პროცენტ ქალს აქვს გენეტიკური მუტაცია, რომლის გამოც ისინი 100 მლნ ფერს არჩევენ. 

13. კოსმონავტებს კოსმოსში გრავიტაციის გამო ტირილი არ შეუძლიათ. თვალი ცრემლით კი ივსება და ბადურას წვავს კიდეც, მაგრამ ცრემლი გარეთ არ იღვრება. 

14. ფუტკრებს თვალებში თმა აქვთ, რაც მწერებს ქარის მიმართულებისა და ფრენის სიჩქარის დადგენაში ეხმარება. 

15. ცისფერთვალება, თეთრი კატების 65-85% ყრუა.