"ბიძინამ მოგვილოცა და მეფური საჩუქარიც გამოგვიგზავნა".
ექსპერტ გია ხუხაშვილის ვაჟი დაქორწინდა და იმის გამო, რომ სტუმართა შორის პოლიტიკოსები არ ყოფილიყვნენ, ქორწილი არჩევნების დღეს დაამთხვიეს. როგორც გია ხუხაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იყო დაპატიჟებული.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდებული საჩუქარი მისმა ვაჟმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, რომელმაც ქორწილზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა ბედნიერ წყვილს "მეფური საჩუქარი" გამოუგზავნა.
"ბიძინამ მოგვილოცა და მეფური საჩუქარიც გამოგვიგზავნა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ მოვიდა - თბილისში არ იყო. ამ წუთას მასთან კომუნიკაცია არ მაქვს და ძალიანაც მენატრება", - ამბობს ხუხაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.