ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან. როგორ მარიკა ასლანიკაშვილი "ფეისბუქში" წერს, ამის საფუძველი მისი და მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.
„გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოს მივმართოთ და ასეც მოვიქცევით. რუსთავი2-ის დირექცია კი გაოცებულ თანამშრომლებს თურმე ეუბნება, რომ ძალიან კარგად ვიცით, რისთვისაც გაგვიშვეს. ნეტავ რისთვის? იმისთვის ხომ არა, რომ წლების განმავლობაში ჩვენს საქმეს საუკეთესოდ ვაკეთებდით, მაგრამ სამაგიეროდ, მაამებლები, ფარისევლები არ ვიყავით და "სასახლის კართან" კუდის მოქიცინეთა რიგში არ ვიდექით?!
გიორგი ასლანიკაშვილს რომ უკანონო ქმედება და ინფორმაციის გარეთ გატანა დასწამო, შუბლის ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი! ცილისწამება რომ კანონით ისჯება, ეს უნდა იცოდეს იურისტმა დირექტორმა. რუსთავი 2-ის სიყვარულში შემეჯიბრონ ორი დღის წინ ტელევიზიაში მოსული გაზულუქებული თანამშრომლები, ტელევიზია, პროკურატურა და კანცელარია რომ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ!
დიახაც, მიყვარს რუსთავი 2, მაგრამ ის რუსთავი 2, რომელშიც დიდს და პატარას არ არჩევდნენ, სადაც ყველას უფასდებოდა შრომა, სადაც ერთნაირი პატივისცემით ექცეოდნენ საინფორმაციოს უფროსს, მძღოლს, დამლაგებელს, მზარეულს და ყველა ერთი ოჯახის წევრი იყო და არა კასტებად დაყოფილი საბჭოური ტიპის დაჭაობებული ორგანიზაცია.
სამსახურიდან უკანასკნელად წამოვედი თუ არა, ჩემი კომპიუტერის პროცესორი გასაჩხრეკად წაუღიათ "ჩეკისტებს". რა იპოვეთ ასეთი? ლონდონიდან ბომბეიმდე გასათხრელი გვირაბის გეგმა, თუ რუსთავი 2-ში როგორ უნდა მომეწამლა წყალი? რომელი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობაში მამხილეთ? რომელი პარტიის საიდუმლო წევრობაში დამდეთ ბრალი? თურმე თავად ვიცით, რისთვისაც გაგვიშვეს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!“, - წერს ასლანიკაშვილი.