სილამაზის ელექსირი - აუმჯობესებს სახის ფერს, ასწორებს ნაოჭებს...

თუ თქვენ წესად შემოიღებთ ელექსირის ყოველდღიურად მიღებას, ერთ თვეში შეამჩნევთ არა მხოლოდ აღფრთოვანებულ მზერას თქვენს მიმართ, არამედ იგრძნობთ ძალების და ენერგიის მოზღვავებას. 

ეს საშუალება აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, წმენდს სისხლძარღვებს და ღვიძლს, დაგეხმარებათ ცისტიტის და პიელონეფრიტის მკურნალობაში, აუმჯობესებს სახის ფერს, ასწორებს ნაოჭებს.


საოცარი ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 კომპონენტი:

100 მლ ახლადგაწურული ლიმონის წვენი
200 გ ყვავილოვანი თაფლი
50 გ კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი

კარგად აურიეთ ერთმანეთში ყველა კომპონენტი და ელექსირი მზადაა. მიიღეთ ყოველდღე დილით უზმოზე თითო ჩაის კოვზი. მიღების კურსი ინდივიდუალურია და შეგიძლიათ მიიღოთ ხანგრძლივად. ელექსირი შეინახეთ მაცივარში.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის