ინგრედიენტები: პიტნა 300 გ შაქარი 1 კგ ლიმონმჟავა დანის წვერით
პიტნის ტოტებს დავაყაროთ 500 გ შაქარი, ლიმონმჟავა, მსუბუქად დავსრისოთ და 6 საათით დავტოვოთ, რომ წვენი გაუშვას.
მოვამზადოთ შაქრის სიროპი დარჩენილი შაქრისგან და 1 ჭიქა წყლისგან. დავასხათ პიტნას და დავტოვოთ კიდევ 6 საათით.
შემდეგ დავდგათ მურაბა დაბალ ცეცხლზე და 5 წუთით წამოვადუღოთ. ჩავასხათ ცხელი მურაბა სუფთა ქილებში.