ლიზა ბაგრატიონმა ყოფილ ქმარს ფოტო გადაუღო

რიყეზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას, მომღერალ ლიზა ბაგრატიონთან ერთად მსახიობი ლევან ხურცია უძღვებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "შვიდკაცა", რომლის ერთ-ერთი სოლისტი, დათო ნოზაძე ლიზა ბაგრატიონის ქმარი იყო.


კონცერტის მიმდინარეობისას, ლიზამ, ყოფილ მეუღლესა და მისი ანსამბლის წევრებს ერთობლივი ფოტო გადაუღო.


წყარო: Prime Time