ნავთლუღში, საეკლესიო მაღაზიაში მამა გაბრიელის სურათს მირონი სდის

ნავთლუღში, ბაზრის მიმდებარედ, ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიაში მამა გაბრიელის სურათს თვეზე მეტია მირონი სდის. მაღაზიის მფლობელის, ნარგიზ ხანთაძის თქმით, მამა გაბრიელის სურათი ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა ქალმა აჩუქა, რის შემდეგაც მალევე მან მირონდენა დაიწყო. ბოლო დღეებში მირონის წვეთები მამა გაბრიელის კიდევ ორ სხვა სურათზე გაჩნდა.


მირონდენის დაწყების შემდეგ საეკლესიო მაღაზიაში სასულიერო პირების და მრევლის ნაკადი არ წყდება. მაღაზიას განსაკუთრებით ხშირად ბორჯომიდან მამა ანდრია სტუმრობს, რომელმაც მაღაზია აკურთხა, ნარგიზ ხანთაძე აზიარა.