მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილი საპატიო წესით, საპატიო ყარაულის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ვახტანგ გომელაური. დაკრძალვამდე ბექა მარგიშვილის ლექსები წაიკითხეს, ასევე მისმა მეგობრებმა მისი საყვარელი სიმღერა "ბინდისფერია სოფელი" შეასრულეს. ბექა მარგიშვილის მეგობრები მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვას აპირებენ.
შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ავტორი: ლექსო ნაბახტეველი
Posted by backround.ge on 9 Апрель 2015 г.